ფეხბურთელმა ფლორენციულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების თანხა არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ აკვილანი "ლივერპულში" 2009 წელს გადავიდა. ბოლო დროს ნახევარმცველი "იუვენტუსში" და "მილანში" იჯარით თამაშობდა. ადრე ფეხბურთელის აგენტმა მოთამაშის იტალიაში დაბრუნების ვარიანტი გამორიცხა, "წითლების" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა კი განაცხადა, რომ იტალიელის ადგილს გუნდში ვეღარ ხედავდა.