სტეფან ელ შაარავი: ვოცნებობ, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2014 წლის მუნდიალზე ვითამაშო

AutoSharing Option
"მილანის" შემტევი ნახევარმცველი სტეფან ელ შაარავი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში წარმატებული დებიუტისთვის ემზადება. მისი დებიუტი 15 აგვისტოს ბერნში, ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

"ძალიან ვღელავ, რადგან ჩემთვის ისეთ პრესტიჟულ მეტოქესთან დებიუტი, როგორიც ინგლისია, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ იტალიის ნაკრებში მოვხვდი და ვეცდები, ჩემი ფასი დავამტკიცო.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ. იმედია, მომავალში ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ მომეცემა", - განაცხადა 19 წლის მოთამაშემ, რომელიც ეგვიპტური წარმომავლობისაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული