"ძალიან ვღელავ, რადგან ჩემთვის ისეთ პრესტიჟულ მეტოქესთან დებიუტი, როგორიც ინგლისია, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ იტალიის ნაკრებში მოვხვდი და ვეცდები, ჩემი ფასი დავამტკიცო.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ. იმედია, მომავალში ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ მომეცემა", - განაცხადა 19 წლის მოთამაშემ, რომელიც ეგვიპტური წარმომავლობისაა.