მილანის "ინტერმა" "პორტუს" მცველის, ალვარო პერეირას შეძენა დაადასტურა

AutoSharing Option
"პორტუს" და ურუგვაის ნაკრების მარცხენა მცველი ალვარო პერეირა კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

ხსენებული ინფორმაცია 23 აგვისტოს "ვასლუისთან" ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ "ნერაძურის" თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ დაადასტურა.

"ჩვენი დირექტორები მარკო ბრანკა და პიერო აუსილიო პორტუგალიიდან იმ მოთამაშეებით დაბრუნდნენ, რომლებიც კლუბს სჭირდებოდა. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ალვარო პერეირა კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. ახლა "ინტერი" მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ყიდულობს, რომლებიც კლუბს მართლაც სჭირდება", - თქვა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული