ხსენებული ინფორმაცია 23 აგვისტოს "ვასლუისთან" ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ "ნერაძურის" თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ დაადასტურა.
"ჩვენი დირექტორები მარკო ბრანკა და პიერო აუსილიო პორტუგალიიდან იმ მოთამაშეებით დაბრუნდნენ, რომლებიც კლუბს სჭირდებოდა. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ალვარო პერეირა კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. ახლა "ინტერი" მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ყიდულობს, რომლებიც კლუბს მართლაც სჭირდება", - თქვა სპეციალისტმა.