ტურინის "იუვენტუსმა" საჩემპიონო ტიტულის დაცვა "პარმასთან" გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" იტალიის სერია A-ს 2012/13 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "პარმა" დაამარცხა. ტურინში გამართული შეხვედრა 2:0 დასრულდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ორივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს. მეტოქის კარი მცველმა შტეფან ლიხშტაინერმა და ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ აიღეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა პენალტი ვერ გაიტანა.

შემდეგ ტურში "იუვენტუსი" სტუმრად "უდინეზეს" შეხვდება, "პარმა" კი საკუთარ მოედანზე "კიევოს" მიიღებს.

იტალიის ჩემპიონატი.
სერია A. 1 ტური.

"იუვენტუსი" (ტურინი)-"პარმა" 2:0
გოლები: ლიხშტაინერი, 55 (1:0); პირლო, 58 (2:0).
ვერგატანილი პენალტი:
ვიდალი, 34.

გაფრთხილება: ჯოვინკო, 11; მარკიზიო, 75 - ბიაბიანი, 4; ასკიუა, 24; მირანტე, 33; ლუკარელი, 57; პალეტა, 67; ვალდესი, 73.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული