მაქსი ლოპესი: "მილანის" დატოვება არ მინდოდა

AutoSharing Option
არგენტინელმა თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევარში "როსონერის" ღირსებას იცავდა, აღიარა, რომ მილანში დარჩენა სურდა.

"მასიმილიანო ალეგრის გუნდში თამაშის გაგრძელება მსურდა, იმიტომ რომ საკმაოდ მოკლე ხნის მანძილზე გუნდთან შეჩვევა და ბევრ ფეხბურთელთან დამეგობრება მოვასწარი.

"მილანი" ერთი დიდი ოჯახია, რომელმაც გაშლილი ხელებით მიმიღო. მე თავისთავად დარჩენა მსურდა. სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ მაქსი ამჟამად "სამპდორიას" შემადგენლობაში გამოდის.

მომზადებულია Mediaset Premium-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული