"მასიმილიანო ალეგრის გუნდში თამაშის გაგრძელება მსურდა, იმიტომ რომ საკმაოდ მოკლე ხნის მანძილზე გუნდთან შეჩვევა და ბევრ ფეხბურთელთან დამეგობრება მოვასწარი.
"მილანი" ერთი დიდი ოჯახია, რომელმაც გაშლილი ხელებით მიმიღო. მე თავისთავად დარჩენა მსურდა. სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა ლოპესმა.
შეგახსენებთ, რომ მაქსი ამჟამად "სამპდორიას" შემადგენლობაში გამოდის.
მომზადებულია Mediaset Premium-ის მიხედვით