ეს ტრანსფერი შესაძლოა დიდწილად "ნერაძურის" წარმომადგენლების მხრიდან "სამეფო კლუბის" ნახევარმცველით, ლასანა დიარათი დაინტერესებით იყოს გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ყოველთვის უნდოდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის კლუბში ეხილა.
თუმცა მაღალი სატრანსფერო ღირებულება მაიკონს, რომელსაც "რეალში" გადასვლა ასევე ძალიან სურდა, ესპანური გრანდის შემადგენლობაში თამაშის საშუალებას არ აძლევდა.
ამ დროისთვის ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელები მზად არიან, მაიკონი დიარაში გაცვალონ.