მადრიდის "რეალმა" და მილანის "ინტერმა" შესაძლოა როქი გააკეთონ: დუგლას მაიკონი-ლასანა დიარა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მცველი დუგლას მაიკონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შესაძლოა მადრიდის "რეალში" აღმოჩნდეს.

ეს ტრანსფერი შესაძლოა დიდწილად "ნერაძურის" წარმომადგენლების მხრიდან "სამეფო კლუბის" ნახევარმცველით, ლასანა დიარათი დაინტერესებით იყოს გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ყოველთვის უნდოდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის კლუბში ეხილა.

თუმცა მაღალი სატრანსფერო ღირებულება მაიკონს, რომელსაც "რეალში" გადასვლა ასევე ძალიან სურდა, ესპანური გრანდის შემადგენლობაში თამაშის საშუალებას არ აძლევდა.

ამ დროისთვის ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელები მზად არიან, მაიკონი დიარაში გაცვალონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული