დანიის ნაკრების ფეხბურთელს ტურინული კლუბის წარმომადგენლებმა ყურადღება რობინ ვან პერსისა და დიმიტარ ბერბატოვის შეძენის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მიაქციეს.
24 წლის ფორვარდი იტალიაში უკვე ჩავიდა, რათა ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართოს.
გასულ სეზონში "სანდერლენდში" იჯარით მოასპარეზე ბენდტნერის მიმართ ინტერესი ადრე "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამაც დაადასტურა.