ნიკლას ბენდტნერი ტურინის "იუვენტუსთან" მოსალაპარაკებლად იტალიაში ჩავიდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელის, ნიკლას ბენდტნერის შეძენასთან ახლოსაა.

დანიის ნაკრების ფეხბურთელს ტურინული კლუბის წარმომადგენლებმა ყურადღება რობინ ვან პერსისა და დიმიტარ ბერბატოვის შეძენის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მიაქციეს.

24 წლის ფორვარდი იტალიაში უკვე ჩავიდა, რათა ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართოს.

გასულ სეზონში "სანდერლენდში" იჯარით მოასპარეზე ბენდტნერის მიმართ ინტერესი ადრე "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამაც დაადასტურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული