დანიელე დე როსი ორ კვირას ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ბულგარეთის და იტალიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებისას დანიელე დე როსიმ ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

ექიმთა პირველადი დასკვნის თანახმად, "რომას" შუახაზელს სულ მცირე, ერთი თვე უნდა ემკურნალა, მაგრამ 11 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო პერიოდი მხოლოდ ორ კვირას წაიღებს.

"მხოლოდ ორი კვირა მომიწევს უქმობა და ეს ძალიან მახარებს, რადგან მინიმუმ ერთთვიან უქმობას ველოდებოდი.

მართალია, იტალიის ნაკრებს მალტას წინააღმდეგ ვერ დავეხმარები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ გამარჯვებას ბიჭები ჩემს გარეშე მოიპოვებენ.

ვეცდები, ექიმთა ყველა რჩევა გავითვალისწინო, რათა მოედანს ორი კვირის თავზე დავუბრუნდე",
- განაცხადა გახარებულმა დე როსიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული