ექიმთა პირველადი დასკვნის თანახმად, "რომას" შუახაზელს სულ მცირე, ერთი თვე უნდა ემკურნალა, მაგრამ 11 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო პერიოდი მხოლოდ ორ კვირას წაიღებს.
"მხოლოდ ორი კვირა მომიწევს უქმობა და ეს ძალიან მახარებს, რადგან მინიმუმ ერთთვიან უქმობას ველოდებოდი.
მართალია, იტალიის ნაკრებს მალტას წინააღმდეგ ვერ დავეხმარები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ გამარჯვებას ბიჭები ჩემს გარეშე მოიპოვებენ.
ვეცდები, ექიმთა ყველა რჩევა გავითვალისწინო, რათა მოედანს ორი კვირის თავზე დავუბრუნდე",
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"