ექიმთა დასკვნით, ალბერტოს კიდევ სამი-ოთხი დღე სჭირდება იმისთვის, რომ წვრთნებში სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა და ითამაშოს კიდეც. ამიტომ, “ფიორენტინას” გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ ალბერტო გუნდს შუა კვირას გასამართ პაექრობაში დაეხმარება, სადაც “ვიოლას” პრინციპულ მეტოქესთან, “იუვენტუსთან” უწევს პაექრობა...
ამ საკითხზე კომენტარი ფლორენციელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:
“ტიფოზთა სურვილის კარგად მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, “იუვენტუსთან” შეხვედრაში აკვილანი ვერ მიიღებს მონაწილეობას.
შესაძლოა, იმ დროისთვის თავი კარგადაც იგრძნოს, მაგრამ
ალბერტო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მის ჯანმრთელობას უნდა მოვუფრთხილდეთ”.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"