ვინჩენცო მონტელა ალბერტო აკვილანის უფრთხილდება

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალბერტო აკვილანიმ ტრავმა პრაქტიკულად მოიშუშა და უკვე ბურთთან ერთადაც ვარჯიშობს.

ექიმთა დასკვნით, ალბერტოს კიდევ სამი-ოთხი დღე სჭირდება იმისთვის, რომ წვრთნებში სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა და ითამაშოს კიდეც. ამიტომ, “ფიორენტინას” გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ ალბერტო გუნდს შუა კვირას გასამართ პაექრობაში დაეხმარება, სადაც “ვიოლას” პრინციპულ მეტოქესთან, “იუვენტუსთან” უწევს პაექრობა...

ამ საკითხზე კომენტარი ფლორენციელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:

“ტიფოზთა სურვილის კარგად მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, “იუვენტუსთან” შეხვედრაში აკვილანი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

შესაძლოა, იმ დროისთვის თავი კარგადაც იგრძნოს, მაგრამ
მისი ჯანმრთელობის გარისკვა მაინც არ შეიძლება. მინიმუმ ერთი კვირა, ვარჯიშებზეც კი მსუბუქად დაიტვირთება, შემდეგ კი ვნახოთ...

ალბერტო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მის ჯანმრთელობას უნდა მოვუფრთხილდეთ”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული