იტალია. სერია A. V ტური: "იუვენტუსმა" ვერ მოიგო, ესეც საქმეა...

AutoSharing Option
ფლორენციაში "იუვენტუსი" განსაკუთრებულად არ უყვართ და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ტურინული გრანდის წაუგებელი სერია სწორედ "სტადიო არტემიო ფრანკიზე" დასრულებულიყო.

ეს იგრძნობოდა ყველგან, თუნდაც ტრიბუნებზე, სადაც კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალეც კი რიგითი ტიფოზივით იქცეოდა და თავის გუნდს გადარეული გულშემატკივრობდა.

ფლორენციელებმა ტურინელთა წაუგებელი სერია ვერ შეწყვიტეს, თუმცა შედეგით უკმაყოფილონი არ ჩანდნენ.

სხვა საქმეა, რომ თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს თამაში, სწორედ "ვიოლა" გახლდათ...

ბორხა-პისარო, როგორც ჩავი-ინიესტა
"ფიორენტინა"-"იუვენტუსის" შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ფლორენციელებმა მეტოქე
მოედნის ცენტრში დაჩაგრეს და ეს უპირატესობა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიკვეთა.

ეს ყველაფერი დიდწილად ორი ფეხბურთელის დამსახურება გახლდათ, რომლებიც მოედნის შუაგულში ფანტასტიკურად მოქმედებდნენ - ერთი ბორხა ვალერო გახლავთ და მეორე დავიდ პისარო.

ბორხაც და დავიდეც "ფიორენტინაში" ამ ზაფხულს გადავიდნენ და უკვე სახეზეა, თუ როგორ გააძლიერეს გუნდის შემტევი პოტენციალი... ერთიც და მეორეც ბურთს შესანიშნავად იჭერდნენ, ანაწილებდნენ პასებს და "ვიოლას" იერიშებს დირიჟორობდნენ. ამასთან, არც დაცვითი ფუნქციების შესრულება ეთაკილებოდათ.

ამ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ფლორენციელთა ნახევარდაცვა დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში. ცნობისთვის, "ფიორენტინას" კიდევ ერთი ახალწვეული ალბერტო აკვილანი გახლავთ, რომელიც ტრავმის გამო არ თამაშობდა - მასთან ერთად, ტოსკანელთა შუა ხაზი კიდევ უფრო მობილური გახდება.

რეკომენდაცია პირლოს
უკვე მეორე თამაშია, ტურინელები შეტევაში ისე ვერ ბრწყინავენ, როგორც ბოლო პერიოდში მიგვაჩვიეს. თუ "კიევოსთან" პაექრობაში ეს ანდრეა პირლოს არყოფნით აიხსნა, "ფიორენტინასთან" ჯახი უკვე ანდრეა პირლოს ინერტულ თამაშს დააბრალეს.

ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა ზვონიმირ ბობანმა, რომელსაც "ფიორე"-"იუვეს" პაექრობა პირდაპირ ეთერში კომენტატორის რანგში მიჰყავდა - აი, რა რეკომენდაცია მისცა "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ვეკია სენიორას" ლიდერს:

"წინა წლებში ანდრეა პირლო ყველა თამაშს მაღალ დონეზე ატარებდა და ძალა მთელი სეზონის განმავლობაში ჰყოფნიდა. მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ ანდრეა უკვე გადაღლილი ჩანს და ისე ვეღარ ირჯება, როგორც მას ეკადრება.

ჩემი პირადი აზრით, დადგა დრო, რაღაცეებზე უარი თქვას და ამით ისევ საკუთარ თავს დაეხმაროს. რას ვგულისხმობ? - პირლომ სანაკრებო კარიერა უნდა დაასრულოს და მთლიანად კლუბზე მოახდინოს კონცენტრაცია.

მის ასაკში ყველა ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთულია და ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ვიცი, ეროვნულ ნაკრებთან გამოთხოვება ურთულესია, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღო".


ნამატჩევს
მატჩის შემდეგ ფლორენციელი გულშემატკივრებიც და ფეხბურთელებიც კმაყოფილები ჩანდნენ, მაგრამ იყო სინანულის მომენტიც, რადგან "ფიორენტინას" შეეძლო "იუვენტუსის" წაუგებელი სერიის დასრულება.

ვინჩენცო მონტელამ
შეგირდებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი დაამატა:

"ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით, თუმცა ფორტუნამ ზურგი გვაქცია. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო არ ვარ და ვფიქრობ, რომ შედეგით არც გულშემატკივრები არიან გაწბილებულნი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ "იუვენტუსს" ვეთამაშეთ, ძალიან ძლიერ გუნდს, რომელსაც 40-ზე მეტი მატჩია, არ წაუგია.

"ფიორენტინა" სწორი გზით მიდის, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი გაგრძელდება".

"ფიორენტინას" ფეხბურთელებმაც დაახლოებით იგივე შინაარსის კომენტარები გააკეთეს - ყველაზე უფრო გულდაწყვეტილი კი დავიდ პისარო ჩანდა, რომელმაც დაუფარავად განაცხადა, "იუვენტუსი" მარცხს სასწაულებრივ გადაურჩაო.

რაც შეეხებათ ტურინელებს, მეტოქე შეაქეს და აღიარეს, ქულა დამსახურებულად მოიპოვესო.

ბოლოს სწორედ ტურინელთა კიპერს, ჯანლუიჯი ბუფონს მოვუსმინოთ:

"უფრო დავკარგეთ ორი ქულა, ვიდრე ერთი მოვიპოვეთ, რადგან თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ მინდორზე. თუმცა, მეორე საქმეა, რომ მეტოქემ ფრე დაიმსახურა და შედეგი სამართლიანი გახლდათ.

მიმდინარე სეზონში პირველად წავიფო
რხილეთ. ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ამის გამო ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ - მთავარი ბრძოლები წინ გველის, ფლორენციაში კი სამ ქულას იოლად ვერავინ მოიპოვებს".

სერია A. V ტური
პესკარა-პალერმო 1:0
პესკარა (4-3-2-1): პელიცოლი - ბალცანო, კოსიჩი (46. კაპუანო), ბოკეტი, ძანონი - ნიელსენი (64. აბრუსკატო), კოლუჩი, კაშონე - კუინტერო (57. ვეისი), კაპრარი - ვუკუსიჩი.
პალერმო (4-4-2): უიკანი - მუნიოსი, მორგანელა, ფონ ბერგენი, დონატი - რიოსი, ბარეტო, გარსია, ჯორჯი (46. მანტოვანი) - ერნანდესი (46. ბრიენცა), ილიჩიჩი (81. მიკოლი).
გოლი: 1:0 ვეისი (87).
გაფრთხილება: ძანონი, კოლუჩი, კაპრარი - დონატი, მორგანელა.
გაძევება: ფონ ბერგენი (35. პალერმო).
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-12(4-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 15 000

მილანი-კალიარი 2:0
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, ბონერა, მექსე, დე შილიო - მონტოლივო (77. ამბროზინი), დე იონგი, ტრაორე (55. კონსტანტი) - ემანუელსონი (65. რობინიო), ელ შაარავი, პაცინი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, პიზანო - დესენა, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (54. საუ), პინილია (83. ნენე), იბარბო (76. ეკდალი).
გოლები: 1:0 ელ შაარავი (15), 2:0 ელ შაარავი (82).
გაფრთხილება: დე შილიო, დე იონგი, პაცინი - პიზანო, პინილია.
გაძევება: კონტი (67. კალიარი).
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-16(3-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 45 000

რომა-სამპდორია 1:1
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ტაჩტიდისი (63. დე როსი), მარკინიო, ფლორენცი - ლამელა, დესტრო, ტოტი.
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოშტა - მუნარი, მარესკა, ობიანგი - ესტიგარიბია (50. იკარდი), პოცი (32. კრსტიჩიჩი), ედერი (79. სორიანო).
გოლები: 1:0 ტოტი (34), 1:1 მუნარი (53).
გაფრთხილება: ტადეი, ფლორენცი, ლამელა (რომა).
გაძევება: მარესკა (47).
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17-5(7-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 50 000

კატანია-ატალანტა 2:1
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, სპოლი, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (73. ბიაჯანტი), ისკო, ლოდი - ბარიენტოსი, ბერგესიო (90. მორიმოტო), გომესი (79. კასტრო).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ფერი, სტენდარდო (18. ლუკინი), მანფრედინი, ბრივიო - რაიმონდი (56. სკელოტო), კაცოლა, ჩიგარინი, ტროიზი (65. დე ლუკა) - მორალესი - დენისი.
გოლები: 0:1 მორალესი (49), 1:1 სპოლი (52), 2:1 ბარიენტოსი (64).
გაფრთხილება: ბელუში, გომესი - კაცოლა, ლუკინი.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-6(5-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 000

კიევო-ინტერი 0:2
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, დაინელი, ცეზარი, ფრეი - ვაჩეკი (69. კრუსადო), ლ. რიგონი, ჰეტემაი - მ. რიგონი (78. სტოიანი) - დი მიკელე (62. სამასა), პელისიერი.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო იესუსი, რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო (83. მუდინგაი), პერეირა, გუარინი, ნაგატომო (68. გარგანო) - სნეიდერი (27. კასანო), მილიტო.
გოლები: 0:1 პერეირა (43), 0:2 კასანო (75).
გაფრთხილება: სარდო, ვაჩეკი, ლ. რიგონი - სამუელი.
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-9(5-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 000

ჯენოა-პარმა 1:1
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი (72. პიშიტელა), გრანკვისტი, კანინი, ბოვო - კუჩკა, ანტონელი (77. ანსელიმო), ტოზსერი, ბერტოლაჩი (53. ხორკერა) - იმობილე, ბორიელო.
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - გალოპა, ასკუა, ვალდესი, პაროლო (80. სანსონე), გობი - ბელფოდილი (38. პაბონი), ამაური (56. ბიაბიანი).
გოლები: 0:1 ლუკარელი (27), 1:1 ბორიელო (88-პემ.).
გაფრთხილება: კანინი, ბოვო - ლუკარელი, პაროლო, ვალდესი.
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 10-9(5-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000

ნაპოლი-ლაციო 3:0
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (77. არონიკა), კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი (83. ვარგასი) - პანდევი (69. ინსინიე), კავანი.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, სიანი, დიასი, კავანდა (57. ფლოკარი) - კანდრევა, ლულიჩი, ლედესმა (76. ცანა), ერნანესი, მაური - კლოზე.
გოლები: 1:0 კავანი (20), 2:0 კავანი (32), 3:0 კავანი (64).
გაფრთხილება: კანავარო, პანდევი, ვარგასი - კონკო, სიანი, კავანდა, ერნანესი.
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 18-7; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-10(7-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 45 000

ტორინო-უდინეზე 0:0
ტორინო (4-3-3): ჟილე - დარმიანი, დი ჩეზარე (75. გლიკი), ოგბონა, დამბროზიო - გაცი, ვივესი, ბაშა - მეჯორინი, სანსონე (60. ბიანკი), სტევანოვიჩი (70. სანტანა).
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, კოდა - ბასტა, ალანი (85. პინცი), ლაძარი, ვილიანსი (57. ბადუ), არმერო - რანეჯი, ბარეტო (56. პერეირა).
გაფრთხილება: მეჯორინი (ტორინო).
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-6(2-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 22 000

27 სექტემბერი (22.45)
სიენა-ბოლონია

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 4 1 0 11-2 13
2. ნაპოლი 5 4 1 0 11-2 13
3. სამპდორია 5 3 2 0 8-5 10
4. ინტერი 5 3 0 2 8-5 9
5. ლაციო 5 3 0 2 7-5 9
6. რომა 5 2 2 1 11-7 8
7. ფიორენტინა 5 2 2 1 6-4 8
8. კატანია 5 2 2 1 7-8 8
9. ჯენოა 5 2 1 2 7-7 7
10. მილანი 5 2 0 3 6-5 6
11. ტორინო 5 1 3 1 4-3 5
12. პარმა 5 1 2 2 5-7 5
13. უდინეზე 5 1 2 2 6-9 5
14. ატალანტა 5 2 1 2 4-4 5
15. ბოლონია 4 1 1 2 5-8 4
16. პესკარა 5 1 1 3 4-10 4
17. კიევო 5 1 0 4 3-9 3
18. კალიარი 5 0 2 3 2-9 2
19. პალერმო 5 0 1 4 1-9 1
20. სიენა 4 1 2 1 5-4 -1

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები:
5 - კავანი (ნაპოლი); 4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ჯილარდინო (ბოლონია), ელ შაარავი (მილანი), კასანო (ინტერი).

მომდევნო ტური:
29 სექტემბერი
პარმა-მილანი, იუვენტუსი-რომა;
30 სექტემბერი: უდინეზე-ჯენოა, ლაციო-სიენა, პალერმო-კიევო, სამპდორია-ნაპოლი, ატალანტა-ტორინო, ბოლონია-კატანია, კალიარი-პესკარა, ინტერი-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტეფან ელ შაარავი: მასიმილიანო ალეგრისთვის გავიმარჯვეთ
ვალტერ მაძარი: მიროსლავ კლოზე ნამდვილი მამაკაცივით მოიქცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული