ვალტერ მაძარი: მიროსლავ კლოზე ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ რომის "ლაციოსთან" (3:0) გამარჯვება შეაფასა.

"შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ჩემი შეგირდების თამაშით ბოლომდე კმაყოფილი დავრჩი. სინამდვილეში წაგებაც შეგვეძლო.

"ლაციო" რთული მეტოქეა, რომელთან დაპირისპირებისთვის კარგად უნდა განეწყო. მიხარია, რომ მოთამაშეებმა ჩემი სიტყვები შეისმინეს და "ლაციოს" სერიოზულად მოეკიდნენ.

მინდა ცალკე გამოვარჩიო კლოზეს საქციელი, რომელმაც აღიარა, რომ გოლი წესების დარღვევით გაიტანა. მიროსლავი ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის", - განაცხადა მაძარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ
იტალია. სერია A. V ტური: "იუვენტუსმა" ვერ მოიგო, ესეც საქმეა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული