კარლო ანჩელოტი: ანდრეა პირლო იტალიის ნაკრებსა და "იუვენტუსში" წამყვანი ფიგურაა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო უახლოეს ხანში ფორმაში შევა და ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება, როგორც გასულ სეზონში.

"პირლო იტალიის ნაკრებისა და "ბიანკონერისათვის" წამყვან მოთამაშედ რჩება. ანდრეა რომ არა, "სკუადრა აძურას" და "იუვენტუსს" მოედნის ცენტრში დიდი პრობლემები შეექმნებოდა.

ის, რომ ახლა პირლოს რთული პერიოდი აქვს, სრულიად ნორმალურია. ასეთი ამბები შესაძლოა ნებისმიერ ფეხბურთელს შეემთხვეს.

როგორც უნდა იყოს, არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებისათვის შესაფერისი მომენტია, მაგალითად, ნაკრებიდან წასვლისათვის", - თქვა კარლო ანჩელოტიმ.

მომზადებულია
Tuttosport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ზვონიმირ ბობანი: დროა, ანდრეა პირლო იტალიის ნაკრებიდან წავიდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული