მირკო ვუჩინიჩი: ტურინის "იუვენტუსის" გულშემატკივარი რომ ვიყო, ზდენეკ ზემანს დავუსტვენდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა მირკო ვუჩინიჩმა "რომასთან" დაპირისპირების წინ ცეცხლზე ნავთი დაასხა.

"იუვენტუსის" გულშემატკივარი რომ ვყოფილიყავი, ზდენეკ ზემანს სტადიონზე დავუსტვენდი. თუმცა მე ამ კლუბის მოთამაშე ვარ. ამიტომ მას, უბრალოდ, ხელს ჩამოვართმევ, მან ხომ თავის დროზე ბევრი რამე მასწავლა.

ჩემს მეხსიერებაში ზემანი ძალიან დადებით პერსონაჟად დარჩა. როდესაც "ლეჩეში" ერთად ვმუშაობდით, 19 გოლი გავიტანე.

"რომაზე" შესანიშნავი მოგონებები მაქვს. ვწუხვარ, რომ ამ გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგება ვერ შევძელი. რატომ წავედი? იმიტომ, რომ კლუბში ბევრი რამ ხდებოდა, რაც მე არ მომწონდა", - აღიარა ვუჩინიჩმა.

მომზადებულია
Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული