დანიელე ბონერა: მილანის "ინტერთან" მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით

AutoSharing Option
"მილანის" მცველი დანიელე ბონერა მიიჩნევს, რომ გუნდებს მილანურ დერბიში თანაბარი შანსები აქვთ.

"ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება. შეხვედრას იმაზე უკეთეს ფორმაში ვხვდებით, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ამ დერბის საკუთარი ისტორია ექნება.

წინა დერბი, რომელშიც "ინტერმა" 4:2 მოიგო, უკან დარჩა. წინ უნდა გავიხედოთ. "ინტერი" უდიდესი გუნდია, მაგრამ მატჩი შესაძლოა ნებისმიერი შედეგით დასრულდეს.

საკუთარ თავში ძალას ვგრძნობთ, თუმცა მხოლოდ თამაში აჩვენებს, ვინ არის ორ მილანურ გუნდს შორის უკეთესი", - განაცხადა ბონერამ.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული