"ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება. შეხვედრას იმაზე უკეთეს ფორმაში ვხვდებით, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ამ დერბის საკუთარი ისტორია ექნება.
წინა დერბი, რომელშიც "ინტერმა" 4:2 მოიგო, უკან დარჩა. წინ უნდა გავიხედოთ. "ინტერი" უდიდესი გუნდია, მაგრამ მატჩი შესაძლოა ნებისმიერი შედეგით დასრულდეს.
საკუთარ თავში ძალას ვგრძნობთ, თუმცა მხოლოდ თამაში აჩვენებს, ვინ არის ორ მილანურ გუნდს შორის უკეთესი", - განაცხადა ბონერამ.
მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით