"მილანში" სკუდეტო მოვიგე, თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და მაურო ტასოტისთან ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებ. თუმცა "ინტერი" ყოველთვის ჩემს ოცნებად რჩებოდა.
ვგრძნობ, რომ აქ ჩემი სჯერათ. ფული? რა თქმა უნდა, ფულს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უკვე საკმაოდ ვიმუშავე იმისათვის, რომ ფინანსური ფაქტორი უკანა პლანზე გადასულიყო.
რაც შეეხება კარსმომდგარ დერბის "მილანთან", მხოლოდ სეზონის ბოლოს დავინახავთ, ვინ არის ძლიერი. თუმცა სრულიად ნორმალური იქნება, თუ "ინტერს" საუკეთესო გუნდს ვუწოდებ, რადგან
ტიაგო სილვასა და იბრაჰიმოვიჩის წასვლამ "როსონერი" ძალიან დაასუსტა. თუმცა გუნდის თამაშზე უარყოფითად ბრაზილიელის დაკარგვა უფრო აისახა. ის ხომ ჩვენი გუნდის დაცვის ბურჯი იყო", - განაცხადა კასანომ.
ასევე იხილეთ: