ანტონიო კასანო: ფინანსური საკითხი ჩემთვის უკვე უკანა პლანზე დგას

AutoSharing Option
მილანური დერბის წინ მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღიარა, რომ "ნერაძურის" მაისურით თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

"მილანში" სკუდეტო მოვიგე, თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და მაურო ტასოტისთან ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებ. თუმცა "ინტერი" ყოველთვის ჩემს ოცნებად რჩებოდა.

ვგრძნობ, რომ აქ ჩემი სჯერათ. ფული? რა თქმა უნდა, ფულს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უკვე საკმაოდ ვიმუშავე იმისათვის, რომ ფინანსური ფაქტორი უკანა პლანზე გადასულიყო.

რაც შეეხება კარსმომდგარ დერბის "მილანთან", მხოლოდ სეზონის ბოლოს დავინახავთ, ვინ არის ძლიერი. თუმცა სრულიად ნორმალური იქნება, თუ "ინტერს" საუკეთესო გუნდს ვუწოდებ, რადგან
სწორედ ამ გუნდის ღირსებას ვიცავ.

ტიაგო სილვასა და იბრაჰიმოვიჩის წასვლამ "როსონერი" ძალიან დაასუსტა. თუმცა გუნდის თამაშზე უარყოფითად ბრაზილიელის დაკარგვა უფრო აისახა. ის ხომ ჩვ
ენი გუნდის დაცვის ბურჯი იყო", - განაცხადა კასანომ.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული