"კიევოს" მთავარი მწვრთნელი ეუჯენიო კორინი გახდა

AutoSharing Option
ეუჯენიო კორინი სერია A-ს ერთ-ერთი აუტსაიდერის, "კიევოს" მთავარი მწვრთნელი გახდა.

42 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე დომენიკო დი კარლო შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი მარცხი იწვნია.

კორინისთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ადრე კორინი იტალიის დაბალი დივიზიონების გუნდებს თავკაცობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული