"ახლა "მილანის" მიმართ ისეთივე ცინიკური დამოკიდებულებაა, როგორიც "სკუადრა აძურას" მიმართ იყო. ეს განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თამაშს ეხება.
მაგრამ იგივე იყო ევროპის ჩემპიონატზეც. მიუხედავად ამისა, ჩვენს მწვრთნელს მოვუსმინეთ და საკუთარი ძალების კვლავ გვჯეროდა. ასე რომ, "მილანს" მოედანზე გამოსვლა თამაშისადმი ასეთივე დამოკიდებულებით მართებს", - განაცხადა მონტოლივომ.