"ბარის" ყოფილმა მცველმა აღიარა, რომ ავტოგოლში 180 ათასი ევრო აიღო

AutoSharing Option
ვიდეო
იტალიაში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც გარიგებული მატჩების გამოძიებას ეხება. საფეხბურთო კლუბ "ბარის" ყოფილმა მცველმა ანდრეა მესიელომ აღიარა, რომ საკუთარ კარში გოლი 180 ათას ევროს სანაცვლოდ გაიტანა.

შემთხვევა 2010/2011 წლების საფეხბურთო სეზონში მოხდა და მაშინ ამ "ძვირფასმა გოლმა" მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ჩემპიონატის შედეგებში.

"ბარი", რომელიც მაშინ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იყო, 37-ე ტურში "ლეჩეს" ეთამაშებოდა, რომლისთვისაც ქულები მნიშვნელოვანი იყო. მასიელოს ავტოგოლმა "ლეჩეს" ანგარიშით 2:0 გაამარჯვებინა და სერია A-ში დატოვა (იხილეთ ვიდეო).

ახლა ფეხბურთელს, რომელიც წინა სეზონში "ატალანტაში" გამოდიოდა, 22-თვიანი
პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი. სერია B-ში მოთამაშე "ბარის" 7 ქულა დააკლეს, "ლეჩეს" კი ეროვნული პირველობის მესამე დივიზიონში უკრეს თავი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული