ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია ოთხ თვემდე შეუმცირეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციის ვადა ოთხ თვემდე შეუმცირეს. ეს გადაწყვეტილება იტალიის ეროვნულმა სპორტულმა არბიტრაჟმა მიიღო.

სპეციალისტმა, რომელიც გარიგებული მატჩების საქმეში აღმოჩნდა გარეული, რის გამოც 10 თვით იყო დისკვალიფიცირებული, აპელაცია შეიტანა. "ბებერი ქალბატონის" აპელაცია დააკმაყოფილეს. ასე რომ, კონტეს სამუშაოზე დაბრუნება 9 დეკემბრიდან შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი "სიენაში" მუშაობის დროს ორი მოლაპარაკებულიმატჩის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის დასაჯეს.

დისკვალიფიკაციის პირობებით, კონტეს გუნდის ხელმძღვანელობა არამხოლოდ შიდა პირველობის მატჩების დროს არ შეუძლია, არამედ საერთაშორისო და ამხანაგურ მატჩებშიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული