"ნაპოლის" მცველი სალვატორე არონიკა ერთ-ერთ ნეაპოლელ ჟურნალისტს მუშტებით დააცხრა თავს; თან უყვიროდა: "მოგკლავ"!
რამდენიმე წუთის შემდეგ განრისხებული მოთამაშის დაშოშმინება მოახერხეს, რის შემდეგაც 34 წლის არონიკამ თავი ხელში აიყვანა და საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა დაზარალებული ჟურნალისტი არონიკას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას და რა სანქციები ემუქრება ფეხბურთელს.
მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით