ფრანჩესკო ტოტი: ჩემთვის კარიერის დასრულებაზე ფიქრი ნაადრევია

AutoSharing Option
"რომას" 36 წლის ვეტერანმა, კაპიტანმა და ცოცხალმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღიარა, რომ ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელმა მიანიშნა, რომ 2013 წელს კარიერის დასრულებას აპირებდა.

"ჩემთვის ახლა მხოლოდ ფეხბურთი არსებობს. ყოველ კვირას მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ.

მოვა დრო, როდესაც მივხვდები, რომ დასრულების დროა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას გადავუხდი, მაგრამ ახლა კარიერის დასრულებაზე ფიქრი ჩემთვის ჯერ კიდევ ძალიან ადრეა", - თქვა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული