"პრანდელის ნაკრების განვითარების საკუთარი გეგმა აქვს, რომელშიც მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიგურირებს. ის ახალგაზრდების ნდობას არ ერიდება და ეს სწორ ნაბიჯად მიმაჩნია.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2014 წლისთვის ისინი დაღვინდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებს რეალურად გააძლიერებენ", - თქვა ბუფონმა.
გოლკიპერმა მარიო ბალოტელიც ახსენა:
"ყველამ ვიცით, რომ მარიო ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ველით, რომ ის ძალას მოიკრებს და იტალიის ნაკრებს მომავალი მეტოქეების დამარცხებაში დაეხმარება".