ჯორჯო კიელინი: იტალიის ნაკრებს ბევრი ღირსეული ფეხბურთელი ჰყავს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სომხეთის ნაკრებთან მატჩი შესაძლოა სათადარიგო შემადგენლობაში დაიწყოს.

"იუვენტუსის" მცველს თამაში დაცვის ცენტრში ან მარცხენა ფლანგზე შეუძლია, თუმცა იტალიური გამოცემები მიიჩნევენ, რომ პრანდელი სომხეთთან მატჩს ბარძალი-ბონუჩის დუეტით დაიწყებს, მარცხენა ფლანგზე კი ადგილს დომენიკო კრიშიტო დაიკავებს.

თუ მატჩს სათადარიგოთა სკამზე დავიწყებ, საერთოდ არ შევწუხდები. ჩვენს გუნდში ბევრი ღირსეული ფეხბურთელია.

პრანდელი ჩემს შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ მას შემსრულებლების დიდი არჩევანი აქვს. ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ დააყენოს ძირითად შემადგენლობაში", - განაცხადა
კიელინიმ.

კიელინის "ნაპოლისთან" "იუვენტუსის" მატჩზეც ჰკითხეს.

"ნაპოლის" პატივს ვცემთ. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ამ მატჩის შედეგი სკუდეტოს ბედს ვერ გადაწყვეტს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული