მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" ყიდის

AutoSharing Option
"პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ კიდევ ერთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, მზადაა, თუნდაც დღეს გაასხვისოს კლუბი.

დიახ, 71 წლის ბიზნესმენმა დაუფარავად განაცხადა, რომ არაბ შეიხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და თუ ვინმე მას 100 მილიონ ევროს შესთავაზებს, "პალერმოს" დაუფიქრებლად გაყიდის - აქვე ძამპარინის პოზიცია:

"თავის დროზე "პალერმო" უდიდესი ენთუზიაზმით ჩავიბარე და ქვედა ლიგებში ჩაკარგული გუნდი ელიტამდე ავიყვანე.

სამწუხაროდ, ამაზე მეტს ვერ მივაღწიე და ვგრძნობ, რომ აღარაფერი გამომდის. უკვე მერამდენე წელია, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვუმიზნებთ, მაგრამ ხშირად ევროტურნირები
ს მიღმა ვრჩებით.

თავის დროზე ძალიან
მდიდარი ვიყავი, რადგან არაერთი კომპანიის ერთადერთი ბატონ-პატრონი გახლდით.

სულ ახლახან ჩემი კომპანიების უმეტესობა შვილებზე გადავაფორმე, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და შემოსულ თანხებსაც თავიანთი სურვილებისამებრ ხარჯავენ.

ამიტომ აღარ მაქვს იმის რესურსი, რომ კლუბი შევინახო და ახალი წარმატებებისკენ გავუძღვე. მთლიანობაში, "პალერმოს" 90 მილიონი ევრო დავახარჯე და თუკი ვინმე 100 მილიონს გადამიხდის, მართლაც დაუყოვ
ნებლივ გავყიდი.

ეს ჩემი ბოლო მსხვილი ბიზნეს-მოგება იქნება, რომლითაც დარჩენილ ცხოვრებას მშვიდად და უზრუნველად გავატარებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული