"ეს ის ფეხბურთელია, რომლის განვითარებასაც "მარსელში" მისი გადასვლის დროიდან ვაკვირდებით. უნდა ითქვას, რომ ახლა საერთოდ რთულია მოთამაშეების შეძენა. მათში ხომ დიდ თანხებს ითხოვენ.
ზამთარში ნკულუს შეძენის შანსი მცირეა, მაგრამ მის თამაშს კვლავ დავაკვირდებით", - განაცხადა "მილანის" სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ.
22 წლის ნკულუმ "მარსელთან" კონტრაქტი ოთხი წლით გააფორმა.
მომზადებულია La Provence-ის მიხედვით