ჩირო ფერარა: ადრე თუ გვიან ყველა სერია სრულდება

AutoSharing Option
"სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა ჩირო ფერარამ სერია A-ს ლიდერების, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. ფერარას თქმით, ორივე გუნდს უგულშემატკივრებს.

"ორივე გუნდს ვუგულშემატკივრებ. როგორც ერთ, ისე მეორე გუნდთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ახლა მათ მატჩს "სამპდორიას" მწვრთნელის თვალით ვუყურებ.

"იუვენტუსი" უკვე 46 მატჩია, არ აგებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველა სერია სრულდება. ასეთი რეკორდები დამოკლეს მახვილივითაა. "ნაპოლის" "იუვენტუსის" შეჩერება შეუძლია.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეს თამაში გადამწყვეტი არ იქნება. სეზონი ეს-ესაა, დაიწყო და სკუდეტოსთვის ბრძოლაში შესაძლოა, სხვა გუნდებიც ჩაერთონ", - განაცხადა ჩირო
ფერარამ.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული