"ორივე გუნდს ვუგულშემატკივრებ. როგორც ერთ, ისე მეორე გუნდთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ახლა მათ მატჩს "სამპდორიას" მწვრთნელის თვალით ვუყურებ.
"იუვენტუსი" უკვე 46 მატჩია, არ აგებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველა სერია სრულდება. ასეთი რეკორდები დამოკლეს მახვილივითაა. "ნაპოლის" "იუვენტუსის" შეჩერება შეუძლია.
ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეს თამაში გადამწყვეტი არ იქნება. სეზონი ეს-ესაა, დაიწყო და სკუდეტოსთვის ბრძოლაში შესაძლოა, სხვა გუნდებიც ჩაერთონ", - განაცხადა ჩირო
მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით