შეგახსენებთ, რომ "როსონერი" რომში ანგარიშით 3:2 დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).
"ვცდილობდით მატჩის მიმდინარეობა გვეკონტროლებინა და თავისუფალი ზონები არ გაგვეხსნა. სახიფათო მომენტებიც შევქმენით, მაგრამ "ლაციოს" ფეხბურთელებმა გააკეთეს ის, რაც ყველაზე კარგად იციან.
მწვრთნელი მუდმივად ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უნდა გავიუმჯობესოთ. ქულების დაგროვება თუ არ დავიწყეთ, შესაძლოა გასავარდნ ზონაში აღმოვჩნდეთ. თავისთავადა ეს არ უნდა დავუშვათ", - თქვა ალეგრიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით