პორტუგალიის ნაკრების მეკარე ედუარდო უკვე იტალიაშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მალე "ჯენოასთან" კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. "ბრაგა" მის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდაზეც გენუელებს უარი არ უთქვამთ.
იტალიური პრესის ცნობით, 28 წლის ედუარდო, რომელმაც "ჯენოას" დაინტერესება მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩინებული თამაშით დაიმსახურა, ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 800 ათას ევროს მიიღებს.