ამჟამად "რომა" მე-7 ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა ტოტი მიიჩნევს, "რომას" ძალუძს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.
"ჩვენი მიზანი მესამე ადგილია. "იუვენტუსს" უკვე ვეღარ დავეწევით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეგვიძლია.
უბრალოდ, არ შეგვიძლია, მორიგი ჩავარდნა დავუშვათ. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, რასაც ვეცდებით კიდეც", - თქვა ტოტიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით