ჩირო ფერარას არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
"სამპდორიამ" სერია A-ს მიმდინარე გათამაშება სამი გამარჯვებით დაიწყო, რასაც ორი ფრე და შემდეგ წაგებათა მთელი სერია მოჰყვა.

შედეგად, გენუურმა გუნდმა პოზიციები დათმო და ცხრილის ქვედა ნაწილში აღმოჩნდა. იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის მესვეურები საკადრო ცვლილებებისთვის ემზადებიან, რასაც შესაძლოა სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი შეეწირონ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "სამპაში" სპორტული დირექტორის პოსტი პასკუალე სენსიბილეს უკავია, მთავარი მწვრთნელი კი ჩირო ფერარა გახლავთ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გენუური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდო გარონემ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"გავრცელებული ცნობები ჭორია და მეტი არაფერი,
რადგან ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ როგორც სპორტულ დირექტო
რს, ისე მთავარ მწვრთნელს.

პირადად მე, მჯერა როგორც სენსიბილესი, ისე ფერარასი და მათ გათავისუფლებას ნამდვილად არ ვაპირებ. მჯერა იმ შემადგენლობის, რომელიც დღეს ფერარას განკარგულებაშია და მთლიანობაში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, კრიზისს მ
ალე დავძლევთ და აღმავლობის გზას დავადგებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული