შედეგად, გენუურმა გუნდმა პოზიციები დათმო და ცხრილის ქვედა ნაწილში აღმოჩნდა. იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის მესვეურები საკადრო ცვლილებებისთვის ემზადებიან, რასაც შესაძლოა სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი შეეწირონ.
აქვე აღვნიშნოთ, რომ "სამპაში" სპორტული დირექტორის პოსტი პასკუალე სენსიბილეს უკავია, მთავარი მწვრთნელი კი ჩირო ფერარა გახლავთ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გენუური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდო გარონემ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:
"გავრცელებული ცნობები ჭორია და მეტი არაფერი,
პირადად მე, მჯერა როგორც სენსიბილესი, ისე ფერარასი და მათ გათავისუფლებას ნამდვილად არ ვაპირებ. მჯერა იმ შემადგენლობის, რომელიც დღეს ფერარას განკარგულებაშია და მთლიანობაში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, კრიზისს მალე დავძლევთ და აღმავლობის გზას დავადგებით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"