ლუჩანო მოჯიმ ფავორიტად ტურინის "იუვენტუსი" შერაცხა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართულ დიდ იტალიურ დერბის "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "მისტერ კალჩოპოლი" ლუჩანო მოჯი გამოეხმაურა.

ტრადიციულად, საინტერესო მოსაზრებები აფრქვია და საფეხბურთო იტალიის ყურადღება მიიპყრო:

"დიდი იტალიური დერბი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა.

"ინტერმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და დაგვანახვა, რომ "იუვენტუსის’" დამარცხება შესაძლებელია. თუმცა, აქვე უნდა ვაღიარო, რომ ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ იტალიაში საუკეთესო გუნდია.

რაც შეეხება "ინტერს", მიუხედავად გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერიისა, თამაშში ბევრი ხარვეზი შეინიშნება, რომლებზეც ანდრეა სტრამაჩონის მართებს მუშაობა.

პირველ რიგში, ახალგაზრდა მწვრთნელმა უნდა
ირწმუნოს, რომ დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია - ჯერ არც ერთი ტიტული არ აქვს მოგებული და პირველ რიგში, სწორედ საკუთარ თავს უნდა აჯობოს.

შეძლებს თუ არა "ინტერი" სკუდეტოსთვის ბრძოლას? - არა მგონია. "იუვე" გაცილებით ძლიერია და ეს მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად დერბიში "ინტერმა" უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში "ბიანკონერი" ჩემპიონი გახდება, "ინტერი" კი ალბათ სამეულში მოხვდება. დიახ, ალბათ, რადგან "ნაპოლის", "ფიორენტინას", "ლაციოს" და "რომას" არ სძინავთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული