ანდრეა რანოკია: "ინტერის" ძალა პროფესიონალიზმსა და უდიდეს ენთუზიაზმშია

AutoSharing Option
გთავაზობთ "კორიერე დელო სპორტის" ინტერვიუს "ინტერის" 24 წლის მცველ ანდრეა რანოკიასთან.

- ვინ მოიგებს სკუდეტოს, "ინტერი" თუ "იუვენტუსი"?
- "ინტერი", რადგან გამარჯვება ჩვენ უფრო გვწყურია. დიდ იტალიურ დერბიში ეს ნათლად გამოჩნდა.

- რა არის
"ინტერის" წარმატების ფორმულა?
- წარმატებასა და წარუმატებლობაზე სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ. ისე კი, ჩვენი ძალა პროფესიონალიზმსა და უდიდეს ენთუზიაზმშია.

- ჩემპიონთა ლიგა თუ სერია A?
- ორივე ტურნირს უდიდესი ფასი ადევს. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ევროპული მასშტაბით აღიარებაა, სკუდეტოს მოგება კი ტიფოზებს განსაკუთრებულად ახარებთ. ასე რომ, არჩევანის გაკეთება
მიჭირს.

- ანტონიო კასანო თუ სტეფან ელ შაარავი?
- ანტონიო კასანო ფენომენალური ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე საოცრებებს აკეთებს. როდესაც ბურთი აქვს, იცი, რომ მეტოქის კართან ვითარება აუცილებლად გამწვავდება. მე კასანოს ვირჩევ.

- იტალიის გარდა, რომელ ქვეყანაში იასპარეზებდით?
- ინგლისში, რადგან იქაურ სტადიონებზე განსაკუთრებული ატმოსფეროა. ინგლისელი გულშემატკივარი არც ერთ ვარდნას, არც ერთ ართმევას არ დაგიკარგავს.

- როდემდე ითამაშებთ "ინტერში"?
- ეს კითხვა ალბათ ხავიერ ძანეტისთვის უნდა დაგესვათ... ეს ხუმრობით, ისე კი, ვითამაშებ იქამდე, სადამდეც გუნდს დავჭირდები.

არ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც გუნდის გამოცვლას ლამობენ. ჩემთვის, "ინტერი" ყველაზე დიდი ფასეულობაა.

- მართალს ამბობენ შვებულებაში მყოფი ფეხბურთელები, ერთი სული მაქვს სეზონი როდის დაიწყებაო?
- გააჩნია ფეხბურთელს. დარწმუნებული ვარ, ლიონელ მესი ამას გულწრფელად ამბობს.

- ვის მხარდამხარ ისურვებდით თამაშს?
- ლეონარდო ბონუჩის, რადგან მასთან ერთად ჯერ კიდევ "ბარიში" ვასპარეზობდი. ამბობდნენ, რომ ჩვენი სახით იტალიას ახალი ნესტა-კანავარო ეზრდება. ლეო ჩემი ახლო მეგობარია და გამიხარდება თუ ერთ მშვენიერ დღეს "ინტერში" ვიხილავ.

- და ბოლოს, თქვენ თუ გადახვალთ
"იუვენტუსში"?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ინტერს" არ დავჭირდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული