"მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი მითითება შევასრულო. "მილანში" ვისწავლე თავდასხმასა და დაცვაში ჯეროვანი თამაში.
იმედია, შევძლებ ბალოტელისთან ერთად თამაშს. პრანდელიმ უკვე მითხრა, რაც საჭირო იყო. ახლა ყველაფერი ჩემს ხელთაა.
რაც შეეხება "მილანს", მძიმე პერიოდი გვიდგას და სატურნირო ცხრილში წინ წაწევას ვცდილობთ. ბერლუსკონი გვერდში გვიდგას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ელ-შაარავიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით