ადრიანო გალიანი: სანამ ვინმეს იყიდდეს, "მილანი" ჯერ გაყიდის

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ კლუბი ფეხბურთელების ყიდვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც გუნდისთვის უსარგებლო მოთამაშეებს გაასხვისებს.

"ჩვენ 32 მოთამაშე გვყავს. ჯერ რამდენიმეს გავყიდით და მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ ახლების შეძენას.

"მილანში" ბევრი არა, მაგრამ მაინც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბის დატოვება სურთ. არიან ისეთებიც, რომელთა გაყიდვით თავად ვართ დაინტერესებული, ისინი კი კმაყოფილნი არიან კლუბში თავიანთი მდგომარეობით"
, - ამბობს გალიანი.

"როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩის პსჟ-ში გაყიდვაზეც იასუბრა და აღნიშნა, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო.

"იბრასთან" განშორება ვიჩქარეთ, მაგრამ ეს ქვეყანაში შექმნილი
ეკონომიკური მდგომარეობით იყო ნაკარნახევი. ზლატანის ყოლა ჩვენთვის ფუფუნება იყო, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვეღარ მივცემდით.

ვინ იცის, ეგებ სტეფან ელ შაარავი გახდეს კიდეც მისი სრულფასოვანი შემცვლელი. მე ამას არ ვამტკიცებ, უბრალოდ, ვფიქრობ.

კასანო? ის გამუდმებით გვთხოვდა, გაგვეყიდა. მე და ალეგრის სმს-ებს გვწერდა ამის შესახებ",
- დასძინა გალიანიმ.

ასევე იხილეთ:
დრიანო გალიანი: ვარსკვლავებს აღარ გავყიდით
ვისი ან რისი ბრალია "მილანის" ასეთი დაღმასვლა? მიზეზი და გამოსავალი
ადრიანო გალიანი: ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული