ანტონიო კონტეს ალესანდრო მატრი არ ეთმობა

AutoSharing Option
ალესანდრო მატრი ჩრდილშია მოქცეული და მეტწილად, სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

იტალიურ სპორტულ პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ 28 წლის თავდამსხმელი უკმაყოფილოა არსებული ყოფით და სხვა გუნდში გადასვლაზე უჭირავს თვალი.

ითქვა იმის შესახებაც, რომ მატრის გადაბირებით "მილანი" დაინტერესდა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებს.

აღნიშნულ ცნობებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"მატრისთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა
არ გვაქვს და შესაბამისად, მის გასხვისებას არ ვაპირებთ.

მართალია, დღეს ის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, მაგრამ გუნდისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ანტონიო კონტესთან მქონდა საუბარი და მითხრა, რომ ამ ეტაპზე სხვები უკეთეს ფორმაში არიან, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალოს და ალესანდრო კვლავაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს.

მისით "მილანის" დაინტერესების შესახებ არაფერი მსმენია და რომც დადასტურდეს, ეს ბე
ვრს არაფერს ცვლის.

მატრი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ამასთან, კონტე შეტევაში როტაციას მიმართავს და მთლად ისეც არ არის, რომ ალესანდროს საერთოდ არ უწევდეს თამაში".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული