ზდენეკ ზემანი: "ფიორენტინამ" თვითონაც ითამაშა და ჩვენც გვათამაშა

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა იტალიის ჩემპიონატის 16-ე ტურში "ფიორენტინასთან" გამარჯვების (4:2) შემდეგ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში მის გუნდს თავისი მომენტების გამოყენების ნებას რთავდა.

აღნიშნულ შეხვედრაში დუბლით რომაელთა ვეტერანი ფრანჩესკო ტოტი გამოირჩა.

"ფიორენტინა" თავადაც თამაშობდა და ჩვენც გვაძლევდა თავის გამოჩენის შესაძლებლობას.

მინდა, რომ მომავალ მატჩებშიც ყველა ფეხბურთული, რომელიც მოედანზე იქნება, გამარჯვებაზე მოტივირებული იყოს და ბოლომდე დაიხარჯოს.

ჩვენ გუნდს გამარჯვება ნამდვილად სწყუროდა. თუ ფეხბურთში მოგება გინდა, ყოველთვის აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული უნდა გამოამჟღავნო",
- თქვა რომაელთა თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ "ფიორენტინასთან"
მატჩი შეცვლაზე შემოსული "რომას" ნახევარმცველის, დანიელე დე როსისთვის რომაული კლუბის მაისურით საიუბილეო - მეოთხასე იყო.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVI ტურის წინ: "იუვენტუსს" ანტონიო კონტე უბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული