ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ შესაძლოა ინგლისი მართლაც დატოვოს და იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
"ქალაქელთა" თავკაცი რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა "სკუადრა აძურას" ფეხბურთელის თამაშით. იტალიურ პრესაში კი უკვე იწერება, რომ მთავარი კანდიდატი ბალოტელის ხელში ჩაგდებისა "მილანია".
"ჩვენ სულ ვურთიერთობთ და იტალიის ნაკრებში ერთად ყოფნის პერიოდშიც მაგრად ვერთობით ხოლმე. კარგი იქნებოდა, ის თუ "მილანში" შემოგვიერთდება.
თავდასხმის წყვილი - ელ შაარავი და ბალოტელი? ჩემი აზრით, ძალიან შთამბეჭდავი იქნება,
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნოჩერინო მოედანზე ათ მატჩში გამოვიდა და მოედანზე 873 წუთი გაატარა. ამ ნახევარმცველის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლი და ორი გაფრთხილებაა.
ანტონიომ იტალიის ჩემპიონატის XVI ტურში თავისი გუნდის "ტორინოსთან" გამარჯვებაზეც (4:2) ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ტორინოსთან" მოგება. შევეცადე, პრაქტიკაში გამომეყენებინა ის, რასაც უწინ მასწავლიდნენ - რომ არასდროს უნდა დანებდე და ყოველთვის ღირსეულად უნდა გამოხვიდე რთული სიტუაციიდან", - თქვა ნახევარმცველმა.
სერია A-ს XVI ტურის შემდეგ "მილანი" სატურნირო ცხრილში 24 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს, ლიდერ "იუვენტუსს" კი 14 ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ:
ისევ დაბნეული მარიო ბალოტელი
იტალია. სერია A. XVI ტური: სკუდეტომდე შორია [VIDEO]
იტალია. სერია A. XVI ტური: ფრანჩესკო ტოტის რომაული შოუ [VIDEO]