მასიმილიანო ალეგრი: იმედია, რობინიოს არ დავკარგავთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ საქმის მიმართ რობინოს მიდგომა მოსწონს.

"რობინიომ საკუთარი გადაცემებითა და გოლებით დაამტკიცა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ის ყოველთვის კარგად თამაშობს.

ვნახოთ, რა მოხდება იანვარში, მაგრამ იმედია მას არ დავკარგავთ. მან ყველა დაარწმუნა, რომ ნამდვილი პროფესიონალია.

ახალ სეზონში შემადგენლობა ძალიან შეიცვალა, ამიტომ გარკვეული პრობლემები გვქონდა. ბევრი ვიშრომეთ და დავამტკიცეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

სასიამოვნოა, რომ კლუბი პროგრესირებს. ყოველთვის რთულია კარგ მოთამაშეებს შემცველელი მოუძებნო", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული