"რომას" ახალი მმართველი ჰყავს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "რომას" მფლობელი ტომას დი ბენედეტო გახდა, კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

ამ მოკლე პერიოდში დი ბენედეტომ სამი მმართველი დირექტორი გამოცვალა, ბოლოს კი აღნიშნული პოსტი თავად დაიკავა.

თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ საგანგებო ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მალე ახალ კანდიდატს დაამტკიცებდა.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ახალი მმართველი დირექტორი 48 წლის იტალო ძანძი იქნება, რომელიც დი ბენედეტოს მსგავსად, იტალიური ფესვების მქონე ამერიკელია. საერთოდ, "რომას" მმართველ გუნდში იტალიური წარმოშობის ამერიკელები
მომრავლდნენ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან დი ბენედეტო შტატებშიც კი მეტწილად იტალიელებს ეყრდნობა.

38 წლის ძანძი სპორტში შემთხვევითი კაცი არაა - თავის დროზე ამერიკის ხელბურთის ნაკრების წევრი იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი ჩრდილოეთ ამერიკის ბეისბოლის ლიგის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ცოტა ხანი პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები, როდესაც კონგრესის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამიერიდან იტალო ძანძი "რომას" საქმეებს გაუძღვება და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა გულშემატკივართა იმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული